ინფორმაცია მომსახურეობაზე

აბონენტს დროებით სარგებლობაში გადაეცემა მიმწოდებელის საკუთრებაში  არსებული  ყობილობა (ONT/ONU/STB) ინტერნეტ სერვისის მისაღებათ მანამდე სანამ აბონენტი ჩართულია მიმწოდებლის ინტერნეტ  ქსელში.

მოწყობილობა ექვემდებარება უკან დაბრუნებას მიმწოდებელზე იმ შემთხვევაში თუ აბონენტი  უარს ამბობს ინტერნეტ სერვისი მომსახურებაზე და მისი დაზიანების ან არ დაბრუნების შემთხვევაში აბონენტი   ღებულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს მოწყობილობის ღირებულება კომპანიას 200 (ორასიი) ლარი .

თუ აბონენტს (შემსყიდველზე) ინტერნეტის არ მიწოდება გამოწვეულია აბონენტის  პირადი ინტერნეტ ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების გამო, აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს გამოძახების და აღდგენის შემთხვევაში 25 ლარი
აღდგენითი სამუშაო განხორციელდება 72 საათის განმავლობაში თუ ამას არ უშლის დაუძლეველი ძალა ( წვიმა, ქარიშხალი, დიდთოვლობა, წყალდიდობა, სამთავრობო ღონისძიება, საომარი მოქმედებები და ასე შემდეგ).

იმ შემთხვევაში თუ დაზიანებულია ძირითადი ინტერნეტ ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი რამაც გამოიწვია აბონეტზე ინტერნეტ მომსახურების შეფერხება, აღდგენით სამუშაოები ჩატარდება 48 საათის განვალობაში თუ ამას არ უშლის დაუძლეველი ძალა ( წვიმა, ქარიშხალი, დიდთოვლობა, წყალდიდობა, სამთავრობო ღონისძიება, საომარი მოქმედებები)

სააბონენტო გადახდა ხორციელდება ინტერნეტ ქსელში რეგისტრაციის არაუგვიანეს შემდგომ 1 დღის განმავლობაში და პირველი გადახდის შემდეგ მომდევნო გადახდა უნდა განხორციელდეს 30 დღის შემდეგ რათა აბონენტი არ გაითიშოს ინტერნეტ მომსახურების ქსელიდან. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას ცალმხრივათ  გაზარდოს  სააბონენტო გადასახადი  და არა უგვიანეს 20 დღისა შეატყოფინოს აბონენტს(შემსყიდველს) ტარიფის  ცვლილებასთან  დაკავშირებით  სატელეფონო ან ელექტრონულ ფოსტაზე ან კომპანიის საიტზე ინფორმაციის  განთავსებით.

„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ინტერნეტ-მომსახურება შეზღუდოს, თუ საანგარიშო თვეში „აბონენტმა“  წინასწარ გადახდილი თანხა სრულად გახარჯა და არ ექნება გადახდილი შესაბამისი მომსახურების პაკეტით გათვალისწინებული  სააბონენტო თანხა, იმ შემთხვევაში, თუ „აბონენტი“, მომსახურების შეზღუდვიდან არა სრული 15 დღის განმავლობაში არ გადაიხდის სააბონენტო თანხას და ამავე პერიოდზე არ გამოიყენებს მომსახურების
დროებით შეჩერების უფლებას, აღნიშნული ვადის ამოწურვისას ხელშეკრულება შეწყდება.

ინტერნეტის  მოქმედებს მანამდე სანამ ერთ ერთი მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს მომსახურების ან შესყიდვის გაწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთ შეთანხმების  გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ადგილზე მომსახურების სერვისი
აპარატურის გადაადგილება / რეორგანიზება გჭირდება: მომსახურების ფასი ფიზიკური პირებისთვის 40 ლარია , ხოლო იურიდიული პირებისათვის - 80 ლარი. 

მიიღე მომსახურება პირად საკუთრებაში არსებულ Wi-Fi მოდემზე
კომპანიის ინტენეტ მიმღებზე დამატებით აბონენტის პირად საკუთრებაში არსებულ Wi- Fi მოდემის დამატება და ნებისმიერი სახის კონფიგურაცია , მომსახურების ფასი შეადგენს 20 ლარს.

რა უნდა იცოდე:

პაკეტში მოცემულ სიჩქარეს გარანტირებულად მიიღებ პირდაპირი შეერთებით (კაბელით). სხვა შემთხვევაში, სიჩქარე დამოკიდებულია მოწყობილობაზე.

მომსახურების დროებითი შეჩერება / დაპაუზება

  • მომსახურების დროებით შეჩერება მოქმედებს და მისი საფასური 2 თვის განმავლობაში 25 ლარია.
  • მომსახურების დაპაუზება შესაძლებელია ჩვენი ქოლ ცენტრის მეშვეობით (0422 24 24 44)
  • პაკეტის მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება 2 თვის ამოწურვის შემდეგ და ბალანსზე არსებული თანხის ჩამოჭრა დაიწყება შესაბამისი საფასურის ტარიფით.